Angel.Ge






..დიდი ხნის წინ, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებრივ, სკოლაში ყოფნისას, ჩემი მეგობარი რაღაც მნიშვნელოვან თემაზე გაცხარებით მესაუბრებოდა. ლაპარაკში სულ შემთხვევით ახსენა რომ რაღაც, რაზეც სერიოზულად ვმსჯელობდითენჯელზენახა.. ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ დავინტერესდი. სახლში მისვლა და კომპიუტერთან დაჯდომა ერთი იყო.. ინტერნეტ ექსპოლერის გახსნისას angel.ge ჩავწერე.. ამ საიტზე ჩემი შემოსვლა საბედისწერო აღმოჩნდა. იმ დღის მერე საიტს არ მოვშორებივარ.. არცერთ ნიუსს არ ვტოვებდი ნახვის გარეშე.. არდადეგებზე მთელი დღე ამ საიტზე ვატარებდი.. ენჯელობას მიუწვდომლად  და ენჯელებს ძალიან ჭკვიანებად და კრეატიულებად ვთვლიდი, არც შევმცდარვარ. მოხდა ისე რომ გასულ წელს მეც მომინდა ნიუსების დადებაში თავი გამომეცადა. დავიწყე და ვეღარ გავჩერდი.. ერთ მშვენიერ დღესაც შემოვედი და ადმინისტრაციისაგან წერილი დამხვდაგილოცავთ ! თქვენ ჩვენი საიტის ახალი ენჯელი ხართ !“






საერთოდ, მოდისაკენ მიდრეკილება ბავშვობიდან მაქვს.. მთელი ბავშვობა რატომღაც ვცდილობდი დიზაინერი გავმხდარიყავი და წვალებ–წვალებით სულ გოგონებს ვხატავდი ჩემი წარმოსახვით, ლამაზი კაბებით. მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში მივხვდი რომ ის რასაც გონებაში წარმოვიდგენდი, იმის გადმოცემა ფურცელზე არ მეხერხებოდა, ამიტომ დიზაინერის მეორე განხრას დავუწყე მოწონება. სახლის დიზაინი.. რამაც ძალიან გამიტაცა.. კომპიუტერში მილიონობით „ფენთჰაუსების“ სურათები გადმოვწერე და უსასრულოდ ვოცნებობდი ასეთი სახლების ქონაზე, რაც მთავარია, სხვისი სახლების მოწყობაზე. სახლის დიზაინმა ისე გამიტაცა დიდის გულმოდგინებით ფურცლებზე ხაზვებიც დავიწყე, როგორი წარმომედგინა ჩემი მომავალი სახლი, ან თუნდაც როგორ მოვაწყობდი სხვის სახლებს. ბავშვური გატაცეებები მოგეხსენებათ გრძელვადიანი არ არის, ამიტომ ამასაც შევეშვი, თუმცა ოცნებები მუდამ თავს დამსდევენ. უბრალოდ კრიტიკოსად ჩამოყალიბებას არ ვაპირებ, თუმცა ძალიან მიტაცებს როგორც მოდის ინდუსტრია, ისე არქიტექტურა და დიზაინი. როგორც ხედავთ საიტი ჩემს ორივე ინტერესს მიკმაყოფილებს, სავსებით საკმარისად. მიყვარს კოლექციების, ლუქბუქების, მოდის ტენდეციებისა და ფეშენებელური სახლების დათვალიერება, განხილვა, საკუთარი აზრის ჩამოყალობება მათზე და ჩემი მიდგომა. მოდაც ხომ ხელოვნებაა, მე კიდევ ხელოვნებით ვცხოვრობ.. : )





ეს საიტი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. რომ არა ენჯელი, კომპიუტერს მგონი არც ჩავრთავდი... რადგან, თავისუფალ დროს, კომპიუტერთან ჯდომისას ყველაზე კარგ დროს აქ ვატარებ.. „ჩემისაიტია.. ჩემებური.. საიტის ადმინისტრატორები უსაზღვროდ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობ, იმიტომ რომ მათ  ჩვენთვის  შექმნეს არაჩვეულებრივი საიტი.. და რომ არა მათი ჩვენდამი სითბო და სიყვარული, საიტი არ გახდებოდა მაშტაბური და ყველასათვის საყვარელი. ის არც კი იარსებებდა. მის არსებობას ჩვენი ერთობლივი მუშაობა უწყობს ხელს. ადმინებისათვის, ვისთვისაც საიტიშვილთანასოცირდება, ენჯელები რომლებიც დაძვრებიან მთელს ინტერნეტ სივრცეში რომ რაღაც ახალი შესთავაზონ წევრებს და საიტის მომხმარებლები რომლებიც ხშირად ასჯერ არეფრეშებენ გვერდს რადგან ახალ ნიუსს ელოდებიან, შემოდიან ყოველდღე და კომენტარებში კარგი ნიუსისათვის გვაქებენ...
რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მოგვწონს, მეტიც მკაცრად ვაკრიტიკებთ ბევრ ნიუსს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს გემოვნებაზე მორგებული საიტი ხომ ყველასთვის ვერ იქნება. ეს საიტი ჩემთვის მეგობარიცაა. შენც აცნობ სიახლეებს და ისიც ბევრ რამეს გასწავლის. ყოველდღე ნახულობ, თუ ვერ ნახე – გენატრება. გიყვარს და უყვარხარ. 
კიდევ ერთი პროფესია, რაც მთელი ბავშვობა მეგონა რომ გავხდებოდი, ჟურნალისტია. რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკურზე აღარ ვაპირებ ჩაბარებას. ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ პატარაობიდან და მეტყველების მხრივ ყოველთვის მეუბნებოდნენ შენგან კარგი ჟურნალისტი დადგებაო. ენჯელმა კი ძალიან დამხვეწა. სტატიის დაწერა საკმაოდ სერიოზული რამაა. რაშიც ძალიან ვემადლიერები ამ საიტს. რომ არა ენჯელი, ალბათ პოსტებს ვერასოდეს დავწერდი.



იმისათვის, რომ საიტი იყოს ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა, ღირსეული და აქ შემოსვლა „გულს რომ გაუხარდება“ ისეთი, უნდა დავეხმაროთ ყველა წევრს და უპასუხო თბილად, თუნდაც უხეშად მოგმართავდნენ. არ გავაკრიტიკოთ სხვისი ნიუსები უარყოფითად, მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკით, რადგან ყველა თავის ნიუსებზე აგებს პასუხს.
ყველა კატეგორიაში უნდა დავდოთ ერთნაირი დონის სტატიები, ისეთები რომლებიც რაღაცას მისცემს დარეგისტრირებულ წევრებს და ასიამოვნებს :): )




საიტის ფორმატი მოდას ეხება. ის მოდის სამყაროა ინტერნეტ სივრცეში. ენჯელი.ჯი ნამდვილად ღირსეულად ატარებს თავის სახელს. ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის გაიგებ ბოლო დღეების სიახლეებს, განიხილავ უკანასკნელ მოდის ტენდეციებს, დაათვალიერებ საინტერესო და შემეცნებით სტატიებს,  თვალს შეავლებ სხვადასხვა ბრენდისა თუ დიზაინერის შემოქმედებას კოლექციების სახით, აქ ყველაფერია რაც თქვენს სულსა და გულს გაეხარდება. ოცდახუთიოდ კატეგორია ზრუნავს თქვენს ინტერესთა სფეროზე! ეს არის ადგილი სადაც თავს შინაურივით იგრძნობ !



მე მიყვარს ენჯელ.ჯი და მისი მომხმარებლები !