თეატროჰოლიკი


მახსოვს, მარტისთვე იწურებოდა. კერძოდ 25 მარტი იდგა.. ცივი დღე იყო. მოგეხსენებათ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის მოსწავლე ვარ და ორი მშვენიერი გაკვეთილი მიტარდება კვირაში: თეატრის ხელოვნების ისტორია და მსახიობის ოსტატობა. ორივე ძალიან მიყვარს. რადგან ორივე თეატრს ეხება ოღონდ პირველი თეორიულია, მეორე პრაქტიკული.

ჰოდა, სად გავჩერდი.. ჰამლეტს გავდიოდით.. მანამდე ისეთი სტერეოტიპი მქონდა რომ თეატრში მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში უნდა მევლო, როცა ათიოდ ლარი ჩამივარდებოდა ხელთ.. მაგრამ თეატრის გაკვეთილებმა ყველაფერი შეცვალა, დამარწმუნა რომ შეპარვითაც მშვენივრად შევიპარებოდით ერთი სპექტაკლის სანახავად.. ჩემდა საბედნიეროდ, იმ დღეს თეატრში რაღაც „ჩეპე“ მოხდა.. ჰამლეტის მაგივრად „დარისპანის გასაჭირი“ მოგვევლინა.. ეს იყოო პირველი ნაბიჯი.. ისე გადავეშვი თეატრის მორევში რომ ვეღარც შევამჩნიე.. გამიმართლა რამოდენიმე ხანში „შობის მეთორმეტე ღამე“ გადიოდა.. ამაზე საერთოდ ჭკუიდან შევიშალე.. სახლში მისულმაა მომავალი თვის აფიშა ამოვწერეე და მოუთმენლად დავუწყე ლოდინი შემდეგ და შემდეგ სპექტაკლებს..

თეატრიდან გამოსულმა უზღვავი ემოცია სად წავიღო აღარც ვიცი.. იმდენაად მაწვება ულევი ენერგია.. თეატრს სხვა სიღრმეები გააჩნიაა.. თეატრი სულიერიაა..

ერთი იყოო და მას მიყვა ოცდაერთი..რამდენჯერ მივსულვართ მე და ჩემი თეატრის განუყრელი თანამგზავრი დაა იმედიი არ გვქონია შესვლის, რადგან ჯიბეში სათანადო თანხას ვერ ვაგროვებდით.. ვიდექით სპექტაკლის დაწყებამდე გარეთ საწყლად, როცა შიგნით საცაა დაიწყებოდაა.. თუმცა სასწაულები ხომ ხდება.. ჩვენ ხომ გულით გვსურდაა და შევდიოდით კიდეც.. ალბათ გიკვირთ როგორ.. ქვეყნად ხომ კეთილი ადამიანებიც არსებობენ კერძოდ რეჟისორები, რომლებიც გადამწყვეტ ჟამს გვევლინებოდნენ და შევყავდით.. ბედის ირონიაა... რამდენი ყოფილა ასე..
ძირითადად 1 ბილეთს ვყიდულობთ.. ბევრის შემთხვევაში ორს..პატარა რვეული მაქვს სადაც ვღნიშნავ <3(სხვათაშორის ბილეთებსაც ვინახავ :D)

თეატრს ვერასოდეს შევეშვები.. ჩემი მეორე სახლიაა..'ენით ვერ გამომითქვამს როგორ მიყვარს თეატრში ყოფნა, თეატრის ხსენებაც კი ბედნიერებით მავსებს.. შემიძლია საათობით ვიჯდე ჩუმად და დახურულ ფარდას შევცქეროდე.. იქ ყოფნისას რაღაც დიადი სიამოვნება მიპყრობს.. მხოლოდ იქ აჟღერებული მუსიკა რად ღირს ! როგორ მინდაა თეატრის გარეთაც მქონდეს მსახიობებთან საუბარი.. ისინი ხომ ურთულეს ამოცანას ასრულებენ..თეატრში მათ ყოველ მოძრაობას ვაკვირდები.. იცით რა საინტერესოა? თუნდაც უკანასკნელ რეპლიკას რომ იტყვიან და შეტრიალდებიან.. ამ დროს ხომ იციან რომ მთელი დარბაზი მათ ზურგს შეჰყურებს..ვოცნებობ, კულისებში მამყოფა ამ დროს.. მინდაა შინაურივით ვიგრძნო თავი იქ.. '

სიცოცხლე აღარ შემიძლია თეატრის გარეშე.. ფაქტიურად თეატრით ვსუნთქავ !