Friday, June 3, 2011

თეატრის სიღრმეებში..



სპექტაკლს არ ქმნის მხოლოდ მსახიობი, სპექტაკლს არ ქმნის მხოლოდ რეჟისორი, სპექტაკლს არ ქმნის მხოლოდ მაყურებელი.. იმისათვის რომ სპექტაკლი შედგეს, საჭიროა გრძელი ჯაჭვი და თითოეულ რგოლს თავისი პასუხისმგებლობა აკისრია, ჯაჭვის გაწყვეტა კი საკმარისია იმისათვის რომ ის კოშკი  დაინგრეს რასაც სპექტაკლი ქვია..

ამ პოსტში მინდა თეატრის სიღრმეებზე გესაუბროთ.





სპექტაკლი იდგმება სცენაზე.. სცენა მოთავსებულია თეატრში..
სცენარისტი წერს სცენარს, რეჟისორი იღებს სცენარს და ანაწილებს როლებს.
შემდეგ მიდის თეატრში და სცენაზე დგავს სპექტაკლს.


ყველაფერი იწყება სცენარისტით, ზოგჯერ რეჟისორით.
სპექტაკლისათვის აუცილებელია მსახიობები. მსახიობებმა რომ ითამაშონ, აუცილებელია სცენა. სცენა რომ იყოს, აუცილებელია თეატრის არსებობა.


იმისათვის რომ სცენაზე სპექტაკლი შედგეს, რეჟისორებისა და მსახიობების გარდა აუცილებელია წვრილ–წვრილი საქმეები რასაც „შავ საქმეებსაც“ უწოდებენ. 


ის ადამიანები, რომლებზეც ეხლა მე გესაუბრებით, არასდროს ჩანან მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ. ამის ყველაზე დიდი მაგალითი რეჟისორია. ის ხომ პრემიერების გამოკლებით არასოდეს ჩანს, თუმცა ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა როდესაც მაყურებელი სპექტაკლით ნასიამოვნებია. ისინი არასოდეს ჩანან, მაგრამ უდიდეს საქმეს აკეთებენ, ისინი ქმნიან ჩვენთვის წარმოდგენებს. დიდი როლი აქვს რეჟისორის ასისტენტსაც, რომელიც რჩვებს აძლევს რეჟისორს და რაღაც წვრილმანებზე უთითებს. ასევე რეჟისორის თანაშემწე რომელიც რეჟისორის არყოფნის დროს,  ატარებს რეპეტიციებსა და ამატებს საკუტარ შტრიხებს სპექტაკლში.


განათება – რომ არა განათება სპექტაკლი ყველანაირ ელფერსა და შთამბეჭდაობას დაკარგავს. გამნათებლები – ესენი არიან ადამიანები რომლებიც ყველა სპექტაკლზე მობილიზებულად ანაწილებენ თითოეულ ნათურას და ზრუნავენ სპექტაკლის საუკეთესოდ განათებაზე.


დეკორაცია – სპექტაკლის ასევე უმნიშნელოვანესი დეტალი. დეკორატორები იგივე მხატვრები, არიან ადამიანები, რომლებიც სპექტაკლისათვის გარემოს ქმნიან. ისინი ძალიან კრეატიული ადამიანები არიან. მოდით დავფიქრდეთ, გიქმნით თუ არა დეკორაცია პირველ შთაბეჭდილებას სპექტაკლის შესახებ? რა თქმა უნდა კი.. რომ არა დეკორაცია, სპექტაკლი საოცარ ელფერს დაკარგავს. თითოეული დეტალი თუ ნივთი მათი შემოქმედებითი ნიჭის შედეგია. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე კიდეც სპექტაკლის დასრულებისას ერთი გოგონას მიმართვა მეგობრისადმი.’–ვაიმე, რა მაგარი დეკორაცია იყო დააკვირდი? აუცილებლად უნდა ვნახო ვინაა დიზაინერი!’


აქვე მინდა ავღნიშნო ადამიანები, რომლებიც ხშირად მთლიანად შავ სამოსში ჩაცმულნი დეკორაციებს აადგილებენ სცენაზე. ან თუნდაც მსახიობს რაიმე ნივთს ართმევენ რაც იმ მომენტში მას ხელს უშლის.  ისინი კულისებში ან პარტერის გარშემო დგანან და უცდიან დროს როდესაც რაღაცას შეცვლიან სცენის აგებულებაში.


დიზაინერი– ეს არის ადამიანი რომელიც მსახიობებისათვის ქმნის სამოსს. თქვენ ალბათ ხშირად აკვირდებით და თვალს გჭრით მსახიობების ჩაცმულობა. ეს დიზაინერების მდიდრული ფანტაზიის შედეგია. ისინი ეცნობიან სპექტაკლის ჟანრს და თითოეული როლის შემსრულებელს პიროვნულად უდგებიან და ურჩევენ იმას რაც ზუსტად მათ შეეფერებათ.

გრიმიორი ადამიანი რომელიც მსახიობის სახეს ქმნის. მოგეხსენებათ სცენიდან მთელს დარბაზს უნდა მიწვდეს მსახიობის სახე და მიმიკა. ამ შემთხვევაში, გრიმიორის დამსახურებაა მსახიობების დახვეწილი მაკიაჟი. ისიც ერთ ერთი მნიშვნელოვანი რგოლია დიად საქმეში.

კომპოზიტორი, მუსიკალური გაფორმება – ო, ეს ძალიან სერიოზული თემაა. ეს არის ადამიანი რომელიც სპექტაკლისთვის მუსიკალურ ფონს ქმნის. თეატრში მუსიკა სხვაგვარად  ჟღერს. მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს სპექტაკლში. ქმნის განწყობას. თეარში ისეთი სიმღერაც კი სიამოვნებას გვგვრის, რომელიც არ გვიყვარს.

ქორეოგრაფი – ყველა სპექტაკლისათვის საჭირო არ არის მაგრამ მაშტაბურ სპექტაკლებს ის ძალიან სჭირდებათ. როდესაც საქმე ეხება პატარა ცეკვას სპექტაკლის ეპიზოდში ან თუნდაც რაღაც მოძრაობებით გახალისებას, ამ ყევლაფერს ქორეოგრაფი უზრუნველყოფს.

ლოტბარი – მსახიობების სიმღერის შემთხვევაში, ლოტბარი ავარჯიშებს და ამეცადინებს მას თუ როგორ იმღეროს სწორად. ხშირადაა შემთხვევები როდესაც მსახიობებს მომღერლის პროფესიის მორგებაც უწევს ამიტომ სიმღერაშიც სჭირდებათ მუშაობა.


კიდევ უმარავი წვრილმანი საქმეა რომელიც ერთობლიობაში სპექტაკლს ქმნის. სხვადასხვა ტექნიკური მხარე: ფარდის დარეგულირება, სცენის იატაკის მოწყობა, დარბაზის გასუფთავება, ხმის ჩართვა–დარეგულირება, მომსახურე პერსონალი,რომელიც გვითითებს ადგილებზე, თვალყურს გვადევნებს და სხვა.


ეს ყველა ერთ დიდ საქმეს ემსახურება. მათი ჯგუფური, ერთობლივი მუშაობა ქმნის იმას რისთვისაც მივდივართ თეატრში და ვუყურებთ სპექტაკლს, ვაფასებთ მათ ნამოღვაწარსა და შრომას. როდესაც ეს დიდი შემოქმედებითი ჯგუფი ერთ მუშტადაა შეკრული, დიდ შედეგსაც ვიღებთ.


ჰო.. მაყურებელი რა თქმა უნდა.. მაყურებელი ხომ ბოლო დამასრულებელი რგოლია ერთი დიდი ჯაჭვისა რასაც სპექტაკლი ქვია..




No comments:

Post a Comment