Sunday, May 29, 2011

სპექტაკლის ჟანრები

ამ პოსტში განვიხილავ სპექტაკლის ჟანრებს მარჯანიშვილის თეატრის 5 სპექტაკლის მაგალითზე.

ანტიგონე ჟოლო პიგმალიონი Art–ხელოვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილი




ანტიგონე

ჟანრი: ტრაგედია
რეჟისორი: თემურ ჩხეიძე
ანტიგონე სოფოკლეს ტრაგედიაა. მოქმედება ძველ ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოში ვითარდება.
ისტორია შემდგენაირია: 
ანტიგონე არის თებეს მეფის ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული.თავისი ძმის პოლინიკეს სიკვდილის შემდეგ, რომელიც ეტეოკლესთან,თავის ძმასთან, ორთა ბრძოლაში დაიღუპა, ანტიგონემ, თებეს მეფისკრეონტის აკრძალვის მიუხედავად, მიწას მიაბარა პოლინიკე,რისთვისაც ცოცხლად დამარხულ იქნა ლაბდაკიდების საგვარეუ–ლო აკლდამაში, და იქ თავი მოიკლა.

ანტიგონე 20 წლის ახალგაზრდაა, ძალიან მკაცრი მეფის –კრეონტის ძმისწული. მას უკვე გაუჩნდა აზროვნების უნარი და წინააღმდეგობის გრძნობა რაც აამხედრებს ბიძის წინაშე. ის სამართლიანობის მომხრეა და ამისათვის ისჯება თავის საყვარელ ადამიანთან, საქმროსთან ერთად. ანტიგონეს ცოცხლად მარხავენ, საქმრო კი თან ჩაყვება.
ანტიგონეს როლი საკმაოდ კარგად გაითავისა ნატა მურვანიძემ. ასევე ვიტყოდი კრეონტზეც – ოთარ მეღვინეთუხუცესზე.სპექტაკლი საოცრად დრამატული გამოდგა. ტირილით არ მიტირია,მაგრამ ცრემლები თვალებზე მაინც მომადგა. საბოლოო ჯამში კარგად დადგმული ტრაგედიაა.


 ჟოლო 


ეს არის სპექტაკლი სცენაზე, მაშინ როცა მაყურებელიც სცენაზეა. თუ ასეთ სპექტაკლებზე არ ყოფილხართ, იმედი მაქვს გსმენიათ მაინც. სპექტაკლი ორ მსახიობს ნატა მურვანიძესა და ნიკა კუჭავას მიჰყავთ. სპექტაკლის ასეთ ტიპს ცალკე ჟანრადაც კი განვიხილავ.

საერთოდ სპექტაკლის წესი ასეთია: რაც უფრო ცოტა მსახიობი დგას შენს წინაშე, მით უფრო ძნელია სპექტაკლის წარმართვა. რადგან ის დიდი პასუხისმგებლობა რაც მსახიობს სცენაზე ენიჭება, მით უფრო დიდი რაოდენობით აწვება ცოტას. მიუხედავად ამისა, სპექტაკლი საოცრად საინტერესო და კომიკურია. 
ჩემს თვალწინ საოცარი კომედია გათამაშდა... უფროსწორედ არც კი ვიცი რა დავარქვა. ტრაგედია გარეული კომედია.. ტრაგედიაზე დაყრდნობილი კომიკური შინაარსი. მაგრამ ეს იყო სპექტაკლი სადაც უზომოდ ბევრი ვიცინე. რაც შეეხება სპექტაკლის ამ ტიპს – მე პირადად საოცრად მომწონს, რადგან სცენაზე,  მსახიობებთან სიახლოვისას ორმაგად განიცდი იმას რასაც პარტერში ჯდომისას.

პიგმალიონი

 ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ლევან წულაძე

ლევან წულაძის ერთ–ერთი უდიდესი მწვერვალი. პიგმალიონი – ეს საოცრად დადგმული კომედიაა. მანამდე ნანახი მქონდა "ჩემი მშვენიერი ლედი". იქ ხომ ჩემი იდეალი ოდრი ჰემპბერნი მონაწილეობს. საოცრად მომწონს სიუჟეტი: ღარიბი გოგონა რომელიც ყვავილებს კაპიკებად ყიდის, ლაპარაკი უჭირს და ქცევებშიც მოიკოჭლებს, მიდის პიგმალიონთან, რომელიც ნიძლავს დებს მეგობართან რომ ამ "უწესო", "უზნეო" გოგონას დედოფლად გადააქცევს. ამის შემდეგ იწყება "ტრანსფორმაცია", გარდაქმნა. გოგონას დაბანისაც კი ეშინია. პიგმალიონი გოგონას "ტალახიდან" ამოათრევს და შეასრულებს თავის პირობას: გოგონა დედოფალი გახდება, მანერებითა და ქცევებით. 
ამ გოგონას სპექტაკლში ნატა მურვანიძე საოცრად ანსახიერებს. სპექტაკლი იმდენად სახალისოა, რომ მეტი არ შეიძლება.

Art–ხელოვნება


რეჟისორი: თემურ ჩხეიძე
სპექტაკლი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს დარგს – ხელოვნებას, კერძოდ კი მხატვრობას. იმდენად სასიამოვნოა, როდესაც ხელოვნებაში კიდევ ხელოვნებაზე გიყვებიან, რომ ფრთებიც კი გესხმება. 
სამი მსახიობი წამით არ გაძლევს გამოთიშვის საშუალებას. სპექტაკლი სამ მეგობარზეა, ერთ–ერთი მათგანი ხელოვნების ნიმუშს შეიძენს, თუმცა 'საოცარ' ხელოვნების ნიმუშს, მეგობრებს მისი სულელური საქციელი არ მოსწონთ და აკრიტიკებენ.სურათში არაფერია შედევრული.. ის უბრალოა და პრიმიტიული. ამ უბრალო არსზე აგებულია დიდი შემოქმედებითი კომედია. რომელიც საკმაოდ ბევრს გასწავლით და რაც მთავარია საოცრად გაგახალისებთ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

 ჟანრი: პატრიოტული, ისტორიული
რეჟისორი: ლევან წულაძე

ისტორია მემგონი ყველასათვის ნაცნობია. სასახელო გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი მთელი ქართველი ერისათვის საამაყო პიროვნებაა. მარჯანიშვილის სპექტაკლში ქაქუცა ჩოლოყაშვილის საუკეთესო დადგმაა. ეს სპექტაკლი მათთვისაა ვისაც უყვარს ისტორიულ–პატრიოტული ჟანრი ან უბრალოდ სურს მაღალი დონის სპექტაკლის ხილვა.

No comments:

Post a Comment