Friday, May 20, 2011

სულიერი საკვები

შემოგთავაზებთ 3 სპექტაკლს რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ !
ან უბრალოდ რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე..

"შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ"



ეს არის პექტაკლი რომელიც ადამიანში ერთდროულად აღძრავს აღტაცებას,გაოგნებას, სიამაყეს,  აღრთოვანებას, სიამოვნებას, ბედნიერებას..
დიახ, არსებობს სპექტაკლები რომლებიც უბრალოდ გაბედნიერებს.. თუნდაც ცოტა ხნით. როცა გსურს ამ წუთას და აქ იყო დიდხანს და თავს სამუდამოდ გრძნობდე ასე გაბრწყინებულად. (მგონი თემას გადავუხვიე:D)
რობერტ სტურუამ ამ სპექტაკლით ფურორი მოახდინა თეატრალურ ისტორიაში. ამ ადამიანის ცხოვრება თუნდაც მხოლოდ ამადაც ღირდა !



მთავარ პერსონაჟებს თამაშობენ:
ლევან ხურცია, ბაჩი ლეჟავა, ვანო გოგიტიძე, ნინო კასრაძე, ნინო თარხან–მოურავი, თემიკო ჭიჭინაძე, ნიკა ქაცარიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა ლორთქიფანიძე, რუსუდან მაყაშვილი, გოგა ბარბაქაძე, გოგა გველესიანი, ზაზა პაპუაშვილი,ლელა ალიბეგაშვილი, მარინა კახიანი, ზუკა პაპუაშვილი, დათო გოცირიძე, გელა ოთარაშვილი, ტრისტან სარალიძე, ეკა მინდიაშვილი, სოსო აბრამიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, თენგიზ გიორგაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი.

მარტო ამ ადამიანების გამოც კი უნდა წახვიდე, თუ უბრალოდ "სტურუას დადგმა" არ გაკმაყოფილებს. მე მაგალითად აქედან ერთი ადამიანის გამო მილიონჯერაც ვნახავდი სპექტაკლს !

სცენარი უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების პიესიდანაა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ზღაპარია. ის ყველა მოზრდილის გულს იპყრობს.. რადგან ჩვენ ყველანი ხომ ფანტაზიებით ვცხოვრობთ, ჩვენში ყველაში დევს ზღაპრის სიყვარული და მისი ელემენტები. ვიზრდებით მაგრამ გული ისევ ახალგაზრდა რჩება.. ზოგჯერ ბავშვობაში ჩარჩენილიც 


ისტორიაც ადვილად შესაყვარებელია. ტყუპ და–ძმას რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, უცხო ქალაქში აღმოჩნდებიან, ისინი ერთმანეთს დაკარგავენ და დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას იმ მიზნით რომ ერთხელაც ერთმანეთს იპოვნიან. და–ძმანი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. და ჰერცოგთან დაიწყებს მუშაობას ბიჭად გადაცმული და ჰერცოგი უყვარდება... ამასთან დაკავშირებით საოცრად სასაცილო სცენებია. ძმას კი ოლივია.. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით, ტკბილად მთავრდება. იქ სადაც სიყვარულია, მარადიულობაცაა. ამის პარარელურად სპექტაკლში სახარების სცენებია გამოყენებული რაც უფრო მეტად შთამბეჭდავს ხდის მას.


მოკლედ, ჩემი დიდი რჩევა იქნება ნახოთ სპექტაკლი, რადგან ეს სპექტაკლი სულიერი საკვებია.. რაც ყველა ადამიანს ესაჭირეობა.


დანარჩენი 2 ამას ვერ შეედრება, მაგრამ ყოველი სპექტაკლის ნახვის შემდეგ მე ახლიდან ვიბადები.


"მზის დაბნელება საქართველოში"




ამ სპექტაკლზე რომ ვიხალისე, ისე არასდროს მიხალისია. ეს არის საოცარი იუმორით გაჯერებული წარმოდგენა, რომელიც ქართულ გასაჭირზე მოგვითხრობს. ყოველთვის მშურდა რეჟისორებისა და მსახიობების... მსოფლიოში ყველაზე ძნელი პროფესია მათ აქვთ ! ამას დაგიმტკიცებთ ყველგან და ყოველთვის!


რაც შეეხება სპექტაკლს


მონაწილეობენ: ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, სოსო ლაღიძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე | ლევან ბერიკაშვილი.ზაზა ლებანიძე, მარინა კახიანი,მარინა ჯანაშია,მანანა გამცემლიძე,დარეჯან ხარშილაძე,მარიკა ჭიჭინაძე, ნინო თარხან-
მოურავი,ლევან ხურცია.


სპექტაკლი საოცარი ხარისხითა და დონით გამოირჩევა. წამოჭრილია ის პრობლემები, რომელიც თბილისს ყოველთვის თან ახლდა და ახლავს. არაჩვეულებრივად აქვთ შემნილი "სომხური" სახე(მათი სიამაყის გრძნობა და ქვეშქვეშა ხასიათი). სომხებისა და ქართველების ურთიერთობა, გათხოვება(რომელიც რატომღაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა), 
ქალიშვილობის ინსტიტუტი და სხვა. ფაქტიურად "ხანუმას" 'გარემიქსებული' ვარიანტია :D.


გირჩევთ წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს დღე დაუვიწყარი იქნება თქვენს ცხოვრებაში.


სტუმარ–მასპინძელი




ამ სპექტაკლით მე რაღაც ახალი სიღრმეები აღმოვაჩინე თეატრის შიგნით. 
მხოლოდ ამ მცირე ვიდეოს ყურება ღირს იმად, რომ ტანში ჟრუანტელმა დაგიაროს:




მონაწილეობენ: ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, ბაჩი ლეჟავა, ბექა სონღულაშვილი, ედმონდ მინაშვილი, კახა კუპატაძე.


თემის საოცრად კარგი ინტერპრეტაციაა. ნიღბებითა და შავი მანტოებით აშკარად ჩანს რომ განდგომილები არიან მთავარი გმირებისაგან, მათგან განსხვავდებიან და მათივე თანამოძმეს სწირავენ არაფრის გულზე. საკუთარ ჩარჩოებში მოქცეულები იმას აკეთებენ 
რაც სწადიათ ! 
ძალიან მომგებიანი იყო სხვადასხვა დეტალები.. მაგალითად, მსახიობების უშუალო კავშირი პარტერთან, უფსკრულში გადაჩეხვა და აღაზას მოლანდებანი.


გირჩევთ წახვიდეთ და ნახოთ ! ეს განსხვავებულია და ხომ უნდა შეაფასოთ.. გაეცნოთ ყველანაირ სტილს დრამატურგიაში.


კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, მე ხომ თეატრით ვცხოვრობ.. უბრალოდ პოსტი გამიგრძელდება.. თან 3 სიმბოლურია :)

1 comment:

  1. "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოს" მართლაც საოცრებაა..
    თან გია ყანჩელის კომპოზიციებით.. სიამოვნებით ვუყურებდი კიდევ ერთხელ..

    ReplyDelete