Saturday, May 21, 2011

თეატრი თბილისში

თეატრი თბილისში

თეატრი თბილისში

დარბაზში მსხდომი ადამიანების რიცხვზე თუ ვიმსჯელებთ, თბილისის კულტურული ცხოვრება ასე თუ ისე ყვავის. ორ აკადემიურ და რამდენიმე კერძო თეატრებში აქტიური ცხოვრება სჩქეფს. იდგმება საინტერესო სპექტაკლები, ინიშნება პრემიერები, იხსნება ვარსკვლავები...




თეატრი დაიბადა ძველ საბერძნეთში, ღმერთ დიონისესადმი მიძღვნილი საკულტო დღესასწაულების სახით. ნელ–ნელა თეატრალური არქიტექტურა და სასცენო ტექნიკა ვითარდება და იხვეწება. იხსნება ნიღბები, ქალებს ეძლევათ უფლება მიიღონ მონაწილეობა წარმოდგენებში. თეატრალური წარმოდგენები სამ ჟანრში იმართება: ტრაგედია, კომედია და დრამა. თუმცა არის სპექტაკლები, რომელსაც ვერცერთს მიაკუთვნებენ და ტრაგიკომედიას უწოდებენ.

თეატრს უძველეს ხანაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამაზე ამფითეატრების სამარხებიც მოწმობს.

თეატრი თბილისში


ალბათ, ყველასათვის ცნობილია თბილისის 2 მთავარი სახელმწიფო–აკადემიური თეატრი: რუსთაველის და მარჯანიშვილის.

რუსთაველის თეატრი

თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში

თეატრის სათავეში გენიალური რეჟისორი რობერტ სტურუა უდგას. 72 წლის ასაკში ის უფრო და უფრო ანცვიფრებს თეატრის მოყვარულ საზოგადოებას. თეატრში სულ მალე 133–ე სეზონი გაიხსნება.

თეატრს გააჩნია 3 სცენა: დიდი, მცირე და ექსპერიმენტალური, თუმცა ზოგჯერ იყენებენ მეოთხე სარეპეტიციოსაც.

თეატრის ძირითადი მსახიობები არიან:
კახი კავსაძე, ლევან ხურცია, ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე, რუსკა მაყაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ზაზა პაპუაშვილი, მარინა კახიანი, ტრისტან სარალიძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩი ლეჟავა, ვანო გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, გურამ საღარაძე, ია სუხიტაშვილი, ჟნრი ლოლაშვილი, ზაალ ჩიქობავა..

თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
ძირითადი სპექტაკლები: ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი, დაბოლილი მთვარე, დარისპანის გასაჭირი,  ვანილის მოტკბო სევდიანი სურნელი, ვარსკვლავბიჭუნა, ვთამაშობთ სტრინდბერგს, 12 განრისხებული მამაკაცი, კაცია–ადამიანი?!, სალამურა, სტიქსი, შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი, ჰამლეტი, გონზაგოს მკვლელობა, მზის დაბნელება საქართველოში, მოხუცი ჯამბაზები, მტრის ნირაბი, სტუმარ–მასპინძელი, სულიერი არსებები, ქალი წარსულიდან, ბენიამინი, გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება, სტუმარი, ქარი მწყურია მე პირდაპირი, ყოფილების სარეცელი.

მარჯანიშვილის თეატრი

თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრს გააჩნია 2 სცენა: დიდი და სხვენი.
თეატრის ძირითადი მსახიობები არიან:
თენგიზ არჩვაძე, ლეო ანთაძე, გივი ბერიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, გურანდა გაბუნია, მიხეილ გომიაშვილი, ნიკა თავაძე, გურამ ჯაში, დავით ხურცილავა, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ია შუღლიაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ონისე ონიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნატო მურვანიძე, ეკა მჟავანაძე, ნიკა კუჭავა, ალეკო მახარობლიშვილი... და ა.შ.

თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
ძირითადი სპექტაკლები: პიგმალიონი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ჟოლო, ანტიგონე, 

Art-ხელოვნება, წიგნი, დეკამერონი, ქალი ძაღლით,  მგზავრის წერილები, ტანგო ნაბიჭვართან, ურიელ აკოსტა, ხანუმა, ლუარსაბ თათქარიძე, ეუხენა ბალბოა, გიულიჰჰ..., პეიზაჟს აკლია სითბო, ფაუსტი, ბრმა მხედველი, სული გამოძახებით, ექსტრავაგანსა.



ამ თეატრებს არ ჩამოუვარდება თავისუფალი თატრი. 


თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში




მუსიკისა და დრამის თეატრი (რომლის ძირითადი რეჟისორია დავით დოიაშვილი)
მარიონეტების თეატრი
სამეფო უბნის თეატრი
თუმანიშვილის თეატრი
ახმეტელის თეატრი და სხვ.


თეატრში შესვლისას, აკადემიურ გარემოში, კულტურული, ხელოვანი საზოგადოების გარემოცვაში, ადამიანი, ის ვისაც თეატრი უყვარს და აფასებს, ივიწყებს ყოველდღიური ცხოვრების ყოფას და მთლიანად სხვა სამყაროში გადადის. თუ თეატრში ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი, გამორიცხულია მან თავი არ შეგაყვაროს. და თუ კი შეგიყვარდა, მისგან თავს ვეღარ დააღწევ.

მსახიობი სცენაზე გასვლისას, უხილავ ნიღაბს ატარებს. სხვა ადამიანად გარდაიქმნება, ძვრება მის ტყავში, ითვისებს მის პიროვნებას და ასრულებს მის როლს. დადგენილია, რომ თეატრის მსახიობობა უფრო მეტად რთულია ვიდრე კინოსი. თეატრში ხომ არაფერი გეპატიება. თეატრი მკაცრია, სამაგიეროდ უფრო მეტად შეიგრძნობ ხელოვნების ამ დარგს ვიდრე კინოში. თეატრში ხომ ბუნებრივი ხარ.

No comments:

Post a Comment