Sunday, May 22, 2011

რა არის თეატრის დანიშნულება

თეატრის წინ გახსნილ ვარსკვლავებზე ბოლთის ცემა.. და დაფიქრება, ალბათ რა ბედნიერები არიან მათ ვისი სახელიც ეხლა აქ ჩემს ფეხქვეშ წერია. მერე ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე მათ ადგილას და სიხარულით ვივსები. ნეტავ ოდესმე ჩემს ვარსკვლავზეც გადაივლიან ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდები, მოხუცები, ჩქარი ნაბიჯით მიმავალნი, ბავშვები და სხვანი? გრძელდება.. მეგობრის ლოდინი.. ფასადის უკვე მეათასჯერ შესწავლის შემდეგ ყურადღებას ადამიანები იწვევენ. ხალხი უკვე თავს იყრის თეატრის წინ და შესავლელისკენ მიიჩქარიან. თეატრის წინ ჩერდებიან ტაქსები და იქიდან "ბოლო დონეზე" თუ არა, საკმაოდ ძვირფასს ტანისამოსში ჩაცმული წყვილები თუ მხოლოდ გოგონები გადმოდიან. ნეტავ რამდენი შევა ბილეთით ხელდამშვენებული ახლა თეატრში, ვინც მხოლოდ იმ ნიღაბს არ იქმნის რომ "თეატრში დადის", რამდენი შევა ჩემნაირი და ჩემი მეგობრისნაირი, რომელსაც უკვე 7 წუთია ველი, მაგრამ უკვე ნახევარი საათი მგონია. რა ვქნა, ადრე მოვედი.. როგორც ყოველთვის.

აი თეატრიც ! უკვე შიგნიდან უმზერ მის კედლებს! შინაურივით ადვილად ირკვევ გზას შენი ადგილსამყოფელისაკენ. იწყება შევსება. მადლობა ღმერთს, ხალხისგან განსხვავებით თეატრი პუნქტუალურია!

მაშ ასე, ყველაფერი ხმის ჩამწერით იწყება
".........ის თეატრი უმორჩილესად გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები, რადგან ისინი ხელს უშლის სპექტაკლის მსვლელობას."



ყველაფრით ვეთანხმები ამ შეხსენებას. დარბაზში ფუსფუსი იწყება. მეც დაუყოვნებლივ ვრთავ ტელეფონს. ზოგი კი ყურადღებასაც არ აქცევს ქალისა თუ მამაკაცის ხმოვან შენიშვნას და განაგრძობს ბაასს გვერდით მჯდომთან.  ოციოდ წუთის შემდეგ კი, სპექტაკლის დაწყებიდან, მთელს დარბაზს საშინელი მობილურის ზარი მოიცავს ხოლმე.. ეს იმან უგულისყუროდ რომ მიიღო ქალისა თუ მამაკაცის ხმოვანი შენიშვნა...
ძალიაან ძალიაან გამაღიზიანებელია, მერწმუნეთ ! როდესაც შესული ხარ სპექტაკლის მსვლელობაში და გვერდიდან თუნდაც "ვიბრო" ზარი ამოგაგდებთ იმ სიღრმიდან სადაც ჩაეშვით. ჩემთვის, მესიჯობაც მიუღებელია, რადგან უბრალოდ არ მესმის. ბევრჯერაც შემინიშნავს სხვათაშორის.
ამიტომ მოგიწოდებთ, ყოველთვის, ყოველთვის გამორთოთ ხოლმე მობილური ტელეფონები!



ვაკვირდებით დეკორაციებს და ისინი უკვე რაღაც შთაბეჭდილებას გვიქმნის სპექტაკლზე. აი, გამოდის, ან გამოდიან მსახიობებიც და წარმოდგენაც იწყება.

მთავარია, თავიდანვე აუბა მხარი და შენ უკვე სპექტაკლის მონაწილე ხდები. მთელი გონებით და ყველაფრით ხარ ჩართული სცენაში და არაფერზე ფიქრობ. მსახიობებს მთლიანად მიჰყავხარ თავიანთ სამყაროში. თეატრის დანიშნულება ძალიან დიდია. მე ვერც კი გამოვთქვამ სიტყვებით რამხელა რამ აკისრია მას. მაგრამ ვისაც ხელოვნება არ უყვარს ის ამას ვერ მიხვდება. ხელოვნება სულ სხვა რამაა. ხელოვნება ყველაფერია. ხელოვნება მარადიულობაა. ხელოვნება სიყვარულია. ხელოვნება სულიერია. ხელოვნება ღრმაა. ხელოვნება – თვით სიტყვა ყველაფერს ნიშნავს. თეატრი კი ხელოვნების განხრაა. ხელოვნების ყველა დარგს თავისი მოვალეობა აკისრია.  ხელოვნება გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ. თეატრი გვიბადებს ნამდვილ გრძნობებს, წრფელ იუმორს, წრფელ ღიმილს, წრფელ ცრემლსა და წრფელ ემოციებს. სპექტაკლი ზოგჯერ საკუთარ თავს გვანახებს, ზოგჯერ ზოგად სახეს, სპექტაკლი თვით ცხოვრებაზე გვესაუბრება, ცხოვრებას გვიყვება. გვასწავლის. გაწვდის საკვებს, როდესაც შენი სული მშიერია. ყველა სპექტაკლში რაღაც სათქმელი დევს. ყველაფერი შენს თვალწინ ხდება. ის ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. ხედავ და შეიგრძნობ.

უამრავი ტაში, აპლოდიემენტები. მთელი დარბაზი ფეხზეა. ერთი წუთით წარმოვიდგენ ხოლმე, რა ბედნიერია მსახიობი რომელიც ოფლში გაწურული დგას და მის თვალწინ ამდენი ხალხი ფეხზე წამომდგარი გაღიმებული შეცქერის და ტაშს უკრავს მას. მაგრამ ეს საკმარისია იმ მადლიერებისათვის, რამდენ სიამოვნებასაც ისინი გვანიჭებენ ჩვენ? ამაზეც დავფიქრებულვარ. ეს არანაირადაა მათთვის საკმარისი. მაგრამ მერე ჩემს თავს ვუპასუხებ ხოლმე. მათთვის ხომ სცენაზე დგომა და თამაში უკვე ყველაფერია?

ემოციებით დატვირთული გამოვდივარ გარეთ და მივუყვები გზას შინისაკენ... ფიქრები კი არ მტოვებენ.



ამით ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ყველაფერი, ეს პროცესები საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა.. სახლში ჯდომასა და კომპიუტერთან უსაქმურად ყოფნას ნამდვილად სჯობს შენი ცხოვრების რამოდენიმე საათი ამ ყველაფერს მიუძღვნა. დამიჯერეთ ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და თუ ჩვევაშიც გადაგივათ, მითუმეტეს.

P.S. რუსთაველის თეატრი ვიგულისხმე )

2 comments:

  1. ძალიან მესიამოვნა, რომ ასეთი მაყურებელი კიდევ ყავს ჩვენს თეატრს!

    ReplyDelete