თეატრის წინ გახსნილ ვარსკვლავებზე ბოლთის ცემა.. და დაფიქრება, ალბათ რა ბედნიერები არიან მათ ვისი სახელიც ეხლა აქ ჩემს ფეხქვეშ წერია. მერე ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე მათ ადგილას და სიხარულით ვივსები. ნეტავ ოდესმე ჩემს ვარსკვლავზეც გადაივლიან ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდები, მოხუცები, ჩქარი ნაბიჯით მიმავალნი, ბავშვები და სხვანი? გრძელდება.. მეგობრის ლოდინი.. ფასადის უკვე მეათასჯერ შესწავლის შემდეგ ყურადღებას ადამიანები იწვევენ. ხალხი უკვე თავს იყრის თეატრის წინ და შესავლელისკენ მიიჩქარიან. თეატრის წინ ჩერდებიან ტაქსები და იქიდან "ბოლო დონეზე" თუ არა, საკმაოდ ძვირფასს ტანისამოსში ჩაცმული წყვილები თუ მხოლოდ გოგონები გადმოდიან. ნეტავ რამდენი შევა ბილეთით ხელდამშვენებული ახლა თეატრში, ვინც მხოლოდ იმ ნიღაბს არ იქმნის რომ "თეატრში დადის", რამდენი შევა ჩემნაირი და ჩემი მეგობრისნაირი, რომელსაც უკვე 7 წუთია ველი, მაგრამ უკვე ნახევარი საათი მგონია. რა ვქნა, ადრე მოვედი.. როგორც ყოველთვის.
აი თეატრიც ! უკვე შიგნიდან უმზერ მის კედლებს! შინაურივით ადვილად ირკვევ გზას შენი ადგილსამყოფელისაკენ. იწყება შევსება. მადლობა ღმერთს, ხალხისგან განსხვავებით თეატრი პუნქტუალურია!
მაშ ასე, ყველაფერი ხმის ჩამწერით იწყება
".........ის თეატრი უმორჩილესად გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები, რადგან ისინი ხელს უშლის სპექტაკლის მსვლელობას."